- ანესთეზიოლოგია - შეისწავლის გაუტკივარების საკითხებს ოპერაციის გასაკეთებლად
- გასტროენტეროლოგია-შეისწავლის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოებს და მათ დაავადებებს
- გენეტიკა - შეისწავლის ორგანიზმების მემკვიდრეობასა და ცვალებადობას
- გინეკოლოგია - შეისწავლის ქალის სასქესო ორგანოებს და მათ დაავადებებს
- დერმატოლოგია - შეისწავლის კანის სნეულებებს
- ენდოკრინოლოგია - შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აგებულებას და ფუნქციებს
- ვენეროლოგია - შეისწავლის ვენერიულ სნეულებებს
- იმუნოლოგია - შეისწავლის ადამიანის იმუნიტეტს
- კარდიოლოგია - შეისწავლის გულის დაავდებებს
- ლოგოპედია - შეისწავლის მეტყველების ნაკლს და მის მკურნალობას
- ნარკოლოგია - შეისწავლის ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ადამიანთა მის მიმართ დამოკიდებულებას და მათ მკურნალობას
- ნეფროლოგია - შეისწავლის თირკმლების დაავადებებს
- ონკოლოგია - შეისწავლის სიმსივნეებს და მათი მკურნალობის მეთოდებს
- ორთოპედია - შეისწავლის ხერხემლისა და კიდურების დეფორმაციას
- ოსტეოლოგია - შეისწავლის ძვლების ფორმასა და სტრუქტურას
- ოტორინოლარინგოლოგია - შეისწავლის ყურის, ცხვირისა და ყელის დაავადებებს
- ოფთალმოლოგია - შეისწავლის თვალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
- პათოლოგია - შეისწავლის ავადმყოფობის პროცესებს
- პედიატრია - შეისწავლის ბავშვთა სნეულებებს
- პროქტოლოგია - შეისწავლის ადამიანის უკანალის სნეულებებს და მათ მკურნალობას
- რადიოლოგია - მეცნიერება რადიუმისა და სხვა რადიოაქტიური ელემენტების მოქმედებისა და მედიცინაში მათი გამოყენების შესახებ.
- რევმატოლოგია - შეისწავლის რევმატულ დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს
- საოჯახო მედიცინა - შეისწავლის ოჯახის ექიმების მომსახურებას და მათი მომსახურების მეთოდებს
- სექსოლოგია - შეისწავლის ადამიანის სექსუალური აღზრდის მეთოდებს
- სტომატოლოგია - შეისწავლის პირის ღრუს და კბილების დაავადებებს
- ტოქსიკოლოგია - შეისწავლის შხამების თვისებებს და მათ ზეგავლენას ორგანიზმზე
- ტრავმატოლოგია - შეისწავლის ტრავმულ დაზიანებებს და მათ მკურნალობას
- ტრანსფუზიოლოგია - მეცნიერება სისხლის და სისხლის შემცველების დონორის ორგანიზმში გადასხმის შესახებ
- ფარმაკოლოგია - შეისწავლის სამკურნალო ნივთიერებათა მოქმედებას ორგანიზმზე
- ფარმაცევტიკა - იგივეა რაც ფარმაცია
- ფარმაცია - შეისწავლის სამკურნალო საშუალებების მოპოვების, დამუშავების, დამზადების წესებს
- ფიზიოლოგია - შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ფუნქციებს
- ფსიქიატრია - შეისწავლის ფსიქიურ დაავადებებს და მათ მკურნალობას
- ფტიზიატრია - შეისწავლის ფილტვების ტუბერკულოზს და მის მკურნალობას
- ჰემატოლოგია - შეისწავლის სისხლის შემადგენლობას, თვისებებს და დაავადებებს
- ჰისტოლოგია - შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა აგებულებას