ინტერნეტში ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება - თუ როგორ ხდება COVID-19-ის გადადება, როგორ უნდა დაიცვათ თავი, და როგორ მოიქცეთ თუ შიშობთ, რომ შეგხვდათ ეს ვირუსი.მნიშვნელოვანია, რა წყაროდან იღებთ ინფორმაციასა და რჩევებს. ამ სტატიაში მოცემულია ინფორმაცია და რეკომენდაციები რომლებიც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად განხილვის საგანია და კითხები რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის. არ დავიწყებ განმარტებებს რა ვირუსია ახალი კორონავირუსი და როგორია მისი მკურნალობა , ეს იქნება ვლოგი მეტად პრაქტიკულ და ყოველდღიურად საჭირო თემებზე.
1. როგორ ვრცელდება ვირუსი ? ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას. ხშირად ისმის კითხვა რა ითვლება კონტაქტად ? კონტაქტი არის დაინფიცირებულ პირთან 2 მეტრზე ახლო დისტანცია პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე 15 წუთი ან მეტი და უშუალო ფიზიკური კონტაქტი.
2. ვირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება არის პერსონალური დაცვის საშუალებები და სოციალური დისტანცია ! ბევრი იწერება რომ პირბადე გვახრჩობს , პირბადე გვგუდავს, პირბადე მოგვკლავს ! დამიჯერეთ კლავს კორონა ვირუსი და არა პირბადე , რომელიც ნამდვილად არასასიამოვნო სატარებელია მაგრამ ამ ელემენტარულ საშუალებას შეუძლია თქვენი დაიცვა ! რაც შეეხება მის სწორად გამოყენებას: პირბადე უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს სრულად და მჭიდროდ! ერთჯერადი პირბადე უნდა გამოიყენოს ერთმა ადამიანმა არაუმეტეს 2 საათისა! რაც შეეხება მრავალჯერად პირბადეს სასურველია იყოს რამდენიმე ფენისგან შემდგარი არაწელვადი ნაჭრის და გაირეცხოს ხშირად . რათქმაუნდ არის დაავადებები როდესაც სამედიცინო მდგომარეობის გამო პირი ვერ ატარებს პირბადეს ამას აფასებს და ადგენს ექიმი ( ფქოდ, ბრონქული ასთმა , ფსიქიკური აშლილობა , აუტისტური სპექტრის დარღვევები). ატარეთ პირბადე სწორად თქვენი ჯანმრთელობისთვის!
3. როგორ ვიქცევით როდესაც გვაქვს ეჭვი კოვიდ ინფექციაზე? მოგეხსენებათ ვირუსის გავრელებასთან ერთად პარალელურად არის პერიოდი სეზონური ვირუსების , რომელიც სიმპტომურად გამოიხატებბა ისე როგორც კორონავირუსი , ამიტომ სიტუაცია გახდა უმართავი 112 ხშირად ვერ პასუხობს ჩვენს ზარებს, სასწრაფო არ მოდის დროზე , პირველ რიგში უნდა შევინარუნოთ სიმშვიდე! . თუ თქვენ გაქვს რესპირატორული სიმპტომები დაიცავით თვითიზოლაციის წესები და დაუკავშირდით თქვენს პირად ან ოჯახის ექიმს . ტესტი კორონავირუსზე არ არის თქვენი მკურნალობის საშუალება, მიეცით უფლება ექიმს გადაწყვიტოს რა გჭირდებათ . მსუბუქი შემთხვევები თუნდაც ტემპერატურით ექვემდებარება ბინაზე სიმპტომურ მკურნალობას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ , ექიმივე წყვეტს შემდგომ ტაქტიკას ქრონიკული დაავადებების და სხვა რისკ ჯგუფების შემთხვევაში.!
4. მეტად საჭირბოროტი და საყურადღებოა საქართველოში თვითმკურნალობის საკითხი . ჩემი რჩევა იქნება არავითან შემთხვევაში არ მიმართოთ თვითმკურნალობას . არ გაიმეოროთ სხვისი დანიშნულებები და ექიმისგან დამოუკიდებლად კატეგორიულად არ მიიღოთ ანტიბიოტიკები და ეგრეთწოდებული სისხლის გამათხელებელი საშუალებები. მიიღეთ სითხე წყლის სახით 1,5- 2 ლიტრი დღეში, თბილი და ოთახის ტემპერატურის სითხეები. იმოძრავეთ აკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები იკვებეთ ჯანსაღად. იყავით მხნედ რადგან ვირუსი და შექმნილი სიტუაცია ნერვულ სისტემაზე ჩვენგან დამოუკიდებლად ძალიან ცუდად მოქმედებს . დამატებითი კითხვებისთვის მიგულეთ თქვენს სამსახურში . დიპლომირებული მედიკოსი კ.შამუგია