When to Call for Help ?
ამ ბლოგში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ საყურადღებო ნიშნებს კოვიდ-19 და ასევე ზოგად პრაქტიკაში როდესაც უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო სახმარების სამსახური.
კ.შამუგია
დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს იმ შემთხვევაში თუ:
არსებული ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე არსებობს ასევე დამატებითი რეკომენდაციები covid-19 დიაგნოსტირებულ ან საეჭვო პაციენტებისთვის :
თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,80 ან მეტი და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი:
▪ ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა. და ამასთან, პაციენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს:
• 65 წელი და მეტი;
• ორსული;
• მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;
• თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი. ბ) თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი:
• მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
• დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
• ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
• კრუნჩხვა.
ასევე
თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი:
• მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
• დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
• ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე); • კრუნჩხვა.
თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი
!!! სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტელეფონის ნომრები თქვენი ოჯახის ყველა წევრმა, მათ შორის ბავშვებმაც უნდა იცოდნენ როდის და როგორ გამოიყენონ ეს ნომრები .
უნდა იცოდეთ თქვენი ოჯახის ექიმის ნომერი და სამუშაო დაწესებულების მისამართი და გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში მიმართოთ მას

- პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია (მაგალითად, მას აღენიშნება გულის შეტევა ან მძიმე ალერგიული რეაქცია)
- პიროვნების მდგომარეობა შესაძლებელია დამძიმდეს საავადმყოფომდე ტრანსპორტირების პერიოდში;
- პიროვნების დაძვრას შესაძლოა თან ახლდეს დაზიანების გაუარესება (მაგალითად კისრის ტრავმის ან ავტოკატასტროფის შემთხვევაში);
- პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო პერსონალის პროფესიული ჩვევები ან აღჭურვილობა;
- სატრანსპორტო პრობლემებმა ან მანძილმა შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გაჭიანურება
- სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება;
- სუნთქვის პრობლემები (სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა);
- მენტალური სტატუსის ცვლილება (როგორიცაა უჩვეულო საქციელი, აბნეულობა, გაღვიძების გაძნელება);
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- დახრჩობა;
- სისხლიანი ხველა ან ღებინება;
- გულის წასვლა ან ცნობიერების დაკარგვა;
- სუიციდის ან მკვლელობის სურვილი;
- თავის ან ზურგის ტვინის ტრავმა;
- მძიმე ან განუწტვეტელი ღებინება;
- უეცარი ტრავმა, რომელიც უკავშირდება ავტოკატასტროფას, დამწვრობას ან კვამლის ჩასუნთქვას, წყალში დახრჩობას, ღრმა ან დიდი ზომის ჭრილობას და ა. შ. ძლერი ტკივილის უეცარი დასაწყისი სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
- უეცარი თავბრუსხვევა, სისუსტე ან მხედველობის ცვლილება;
- შხამიანი ნივთიერების გადაყლაპვა;
- ტკივილი ან ზეწოლა მუცლის ზედა არეში