- 1. პირველი ეს არის წლების განმავლობაში ჩანერგილი მითი !საზოგადოებაში გავრცელებული პრაქტიკაა რომ ანტიბიოტიკს იყენებენ ცხელების , ხველის , სხვადასხვა ორგანოს ტკივილის , " ვაიდა არაფერი გამოგრჩეს" "არაფერი გამოგვეპაროს" (სხვათაშორის პრაქტიკოსი ექიმებისგანაც მსმენია) -მიზნით. არამც და არამც არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკები გაციების, გრიპის, საზოგადოდ, ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც ბაქტერიებით არ არის გამოწვეული. ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. მის ნაცვლად ნორმალური მიკროფლორა ნადგურდება, ბაქტერიების ნაწილი კი რეზისტენტული ხდება. მეტსაც გეტყვით – ანტიბიოტიკები ახანგრძლივებს ვირუსულ ინფექციებს, იმიტომ რომ ვირუსებისგან სწორედ მიკრობული სამყარო გვიცავს, რომელსაც ანტიბიაქტერიული საშუალებებით თვითონვე ვსპობთ. თუ კორონავირუსთან ერთად არ გაქვთ ბაქტერიული პნევმონია ანტიბიოტიკი(ები) არ გჭირდებათ
1. ანტიბიოტიკი მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციაზე და არა ვირუსზე.
2. ანტიბიოტიკი არ არის „ტემპეტატურის დამწევი საშუალება“.
3. ზოგჯერ, ანტიბიოტიკი არის მძლავრი ალერგენი და მის გამოყენება შეიძლება სიცოცხლის რისკთანაც კი იყოს დაკავშირებული.
4. ანტიბიოტიკის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს ე.წ. “დიბაქტერიოზისა” და სოკოვანი ინფექციის განვითარების მიზეზიც.
მაშინაც კი, როცა ანტიბიოტიკს ექიმი გინიშნავთ (ან უნიშნავს თქვენს შვილს ან ოჯახის წევრს) – მოითხოვეთ ამ გადაწყვეტილების მართებულობის დადატურება. ანუ ბაქტერიული ინფექციის არსებობის დადასტურება და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდით აღნიშნული პრეპარატის გამოყენებაზე
2. მეორე მითი და განხილვის საგანი ესოდენ აქტუალური იმუნიზაციის საკითხია . ბევრი მშობელი ფიქრობს რომ ვაქცინაცია იწვევს აუტიზმს , აქვს ბევრი გვერდითი მოვლენა , ვაქცინა შეიცავს ვერცხლისწყალს , ამას ბავშვი ისედაც გადაიტანს და ა.შ რა ხდება სინამდვილეში როცა მივმართავთ დროულ იმუნიზაციას ? ხდება ის რომ თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებებისაგან. იმ შემთხვევაში თუ სრული დაცვა არ მოხდება და ბავშვი მაინც დაავადდება, ინფექციის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გარეშე. ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ.როცა მედიცინა გვაძლევს ამ შანსს ნუ დავტოვებთ ბავშვებს იმუნიზაციის გარეშე! ვაქცინები ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო პრეპარატთა რიცხვში შედიან, იმის გამო რომ მათზე დაკვეირვება წლების მანძილზე მიმდინარეობს.
იგივე შემიძლია ვთქვა სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე ბევრი თავს იკავებს იმ გავრცელებულლი ხმების გამო რომ საშიშია არ არის სანდო "რას შემიყვანენ ვინ იცის " ))) გრიპის ვაქცინა ადამიანს არაფერს არ ვნებს მხოლოდ იცავს გრიპის ვირუსის იმ სამი აგრესიული ტიპისაგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი), რომლებიც ყველაზე ხშირად რთულდება ბრონქიტით, პნევმონიით, ოტიტით, სინუსიტით და სხვ. ვაქცინაციისათვის განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:
- ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;
- ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზემოთ;
- ქრონიკულად მოავადენი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
- ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, კუნთოვანი დისტროფია და ა.შ.);
- ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი ( შიდსი, კიბო), ჭარბი წონა
3. მესამე და ასევე გავრცელებული მითია შუახნის ადამიანებს და ხანდაზმულებს ექიმები ხშირად უნიშნავენ ასპირინის ყოველდღიურ, მცირე დოზას. აქამდე არსებული ინფორმაციით, აცეტილსალიცილის მჟავას, რომელსაც ასპირინს უწოდებენ, ინფარქტების და ინსულტების რისკის შემცირება შეეძლო, მათი პრევენციის უნარი გააჩნდა. მინდა გითხრათ რომ ასპირინი არ გჭირდებათ თუ არ გაქვთ თრომბოემბოლიის დადასტურებული შემთხვევა ან ალბათობის მაღალი რისკი. თრობმოებმოლიის მაღალი რისკი ნიშნავს რომ კვლევებით ექიმის მიერ დიაგნოსტირებული გაქვთ
A: თანდაყოლილი თრომბოფილია:
1. ფაქტორ V ლეიდენის მუტაცია
2. პროთრომბინი G20210A მუტაცია
3. S ცილის დეფიციტი
4. C ცილის დეფიციტი
5. ანტითრობინის დეფიციტი
ასპირინის არამიზნობრივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ეს “უმიზეზო” სისხლჩაქცევების ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ასპირინი, ისევე როგორც სხვა სისხლის გამათხელებელი პრეპარატები უფრო მეტ რისკს შეიცავენ ვიდრე პრევენციას , კვლევებმა აჩვენა რომ სისხლჩაქცევებეთან ერთად შესაძლოა გაიზარდოს კიბოს განვითარების რისკი . ამასთან არსებობს მთელი რიგი პრეპარატებისა რომლებთანაც ასპირინის კომბინაცია დაუშვებელია ამიტომ ისევ და ისევ მიმართეთ კომპეტენტურ ექიმს!
ასე რომ ჩემო ძვირფასებო «გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან» .
მოდი ამ სამედიცინო საკითხში ვიყოთ გონიერთა შორის, რათა ჯანმრთელობა არ გავიუარესოთ.
კ. შამუგია